საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ბიულეტენები სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზეც დაიბეჭდა
საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ბიულეტენები სამ ენაზე – სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზეც დაიბეჭდა.
როგორც ცესკო-ში აცხადებენ, საარჩევნო ოლქებს უკვე გადაეცათ ბიულეტენები, რომლებიც დაბეჭდილია ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე, ასევე ოთხ უბანზე შეტანილია სამენოვანი ბიულეტენები (ქართულ-აზერბაიჯანულ-სომხური).
ამასთან, ცესკო-ს ინფორმაციით, თითოეულ საარჩევნო უბანზე მცირემხედველი ამომრჩევლისთვის ხელმისაწვდომი იქნება ორი გამადიდებელი ლინზა, ხოლო უსინათლო ამომრჩევლებისთვის ბიულეტენის შესავსები ჩარჩო ფორმა. ეტლით მოსარგებლე ამომრჩევლებისთვის, უბნების 1/3-ზე მეტი, 1 264 საარჩევნო უბანია ადაპტირებული და აღნიშნული ამომრჩევლებისთვის ასევე ხელმისაწვდომია ხმის მიცემის სპეციალური კაბინები.