საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში შეხვედრა მიმდინარეობს

11:14, 31.10.2018

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში შეხვედრა მიმდინარეობს.

შეხვედრას პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც ესწრება.

„ქართული ოცნების“ ოფისში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე მსჯელობენ.  შეხვედრის დასრულების შემდეგ შესაძლოა, ჟურნალისტებისთვის კომენტარებიც გაკეთდეს.

მსგავსი