საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოს რაგბის კავშირში 13:00 საათზე დაიწყება
საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოს რაგბის კავშირში 13:00 საათზე დაიწყება

დღეს, 13:00 საათზე, საქართველოს რაგბის კავშირში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება.

თავდაპირველად ღონისძიების გამართვა 30 იანვარს იყო დაგეგმილი, თუმცა, როგორც პირველ არხს საქართველოს რაგბის კავშირში განუმარტეს, საპრეზიდენტო თარიღი ორი კანდიდატის, ირაკლი აბუსერიძისა და ბაჩო ხურციძის თხოვნით და წესდების სრული დაცვით შეიცვალა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნებზე კლუბების მიერ სამი კანდიდატია წარდგენილი:

გოჩა სვანიძე კანდიდატად წარადგინეს შემდეგმა კლუბებმა: „ლელო“, „აკადემია“, „აია“, „ჯიქი“, „ყოჩები“, „იუნკერები“, „ბაგრატი“, „არესი“, „დინამო“, „ზესტაფონის არწივები“, „გორდა“, „იბერია“, „წიქარა“, „ავჭალა“, „ფოთის კოლხი რაინდები“, „ჯრუჭი“, „ლაშარი“, „მიმინო“.

ირაკლი აბუსერიძე კანდიდატად წარადგინეს შემდეგმა კლუბებმა: „რუსთავის ხარები“, „ლოკომოტივი“, „ბათუმი“, „არმაზი“, „არმია“, „ვეფხვები“;

ბაჩო ხურციძე კანდიდატად წარადგინა შემდეგმა კლუბმა: „ვანის აიეტი“.

დატოვე კომენტარი