საპენსიო შენატანების მოცულობამ 387 მილიონ ლარს გადააჭარბა
საპენსიო შენატანების მოცულობამ 387 მილიონ ლარს გადააჭარბა

30 სექტემბრის მდგომარეობით, საპენსიო შენატანების მოცულობამ 387 მილიონ ლარს გადააჭარბა.

საპენსიო სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, დაგროვებით საპენსიო სისტემაში ამ დროისთვის 896 526 უნიკალური მონაწილეა. აქედან 686 374 კერძო სექტორშია დასაქმებული, 210 152 კი საჯარო სექტორში. ჩართული კერძო კომპანიების რაოდენობაა 58 029.

სისტემიდან გასვლის შესაძლებლობით 161 353 მოქალაქემ ისარგებლა, მათ შორის კერძო სექტორიდან 119 269-მ, ხოლო საჯარო სექტორიდან 42 084-მა.

ამ დროისთვის საპენსიო შენატანების ინვესტირება არ დაწყებულა. თანხები საბანკო ანგარიშებზეა განთავსებული, საიდანაც დარიცხულმა სარგებელმა დღემდე დაახლოებით 8 მილიონი ლარი შეადგინა.