საპენსიო სესხის პროცენტი 26%-ზე მეტი აღარ იქნება
საპენსიო სესხის პროცენტი 26%-ზე მეტი აღარ იქნება

უწყებათაშორისმა კომისიამ საპენსიო სესხების საკითხზე მსჯელობა დაასრულა. განხილვაში მმართველი გუნდის, ოპოზიციის, ბანკებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები  მონაწილეობდნენ.

კომისიამ შეიმუშავა საკონკურსო პირობები, რომლის მიხედვით, საპენსიო სესხის პროცენტი 10-ით დაიწევს  და 26%-ზე მეტი აღარ იქნება.

შეხვედრის მონაწილეების განცხადებით, მათ აქვთ მოლოდინი, რომ კონკურენციის გაზრდის პირობებში, პროცენტი კიდევ უფრო შემცირდება.

კომისიის ერთ-ერთ წევრ ირაკლი ზარქუას განცხადებით, სახელმწიფო პენსიის გამცემ ბანკს ყოველწლიურად გადაუხდის 15 მილიონ ლარს. ეს იქნება ე.წ. პენსიის დარიგების ფული და ერთგვარი სუბსიდირება სახელმწიფოს მხრიდან, რათა საპროცენტო განაკვეთი შემცირდეს.

ამასთან, პენსიონერებს სურვილის მიხედვით პენსიის სხვა ბანკში აღების საშუალებაც ექნებათ. ახალი პირობებით კონკურსში მონაწილეობის სურვილი ამ ეტაპზე „ლიბერთი ბანკმა“ და „საქართველოს ბანკმა“ გამოთქვეს.

დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობდნენ აგრეთვე გიორგი ვაშაძე, პაატა მანჯგალაძე და ალეკო ელისაშვილი.