საპენსიო სააგენტოსთვის დამოუკიდებელი აუდიტორის კონკურსში „ერნსთ ენდ იანგმა“ გაიმარჯვა

19:21, 28.03.2019

საქართველოს პარლამენტმა საპენსიო სააგენტოს 2018 წლის ანგარიშგების აუდიტის განხორციელებისთვის დამოუკიდებელი აუდიტორი შეარჩია.

საკონკურსო კომისიამ, რომელსაც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი კოვზანაძე ხელმძღვანელობდა, დღეს კონკურსში მონაწილეთა ფინანსური წინადადებები განიხილა და გამარჯვებული – საერთაშორისო აუდიტორული კომპანია „ერნსთ ენდ იანგი“ (Ernst & You) გამოავლინა.

„ახლად შექმნილი საპენსიო სააგენტოსთვის დამოუკიდებელი აუდიტორის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობას მსოფლიოს ოთხი უმსხვილესი აუდიტორული კომპანია, ე.წ.დიდი ოთხეული – Ernst & Young, PricewaterhouseCoopers, Deloitte Touche – Tohmatsu და KPMG იღებდა. გაიმარჯვა Ernst & Young-მა, რომელსაც პარლამენტს დასამტკიცებლად მომდევნო სესიაზე წარვუდგენთ“, – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

მსგავსი