საპენსიო სააგენტოში მობილიზებულმა თანხამ მილიარდ ლარს გადააჭარბა
საპენსიო სააგენტოში მობილიზებულმა თანხამ მილიარდ ლარს გადააჭარბა

საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, საპენსიო აქტივებმა მილიარდ ლარს გადააჭარბა. როგორც სააგენტოში აცხადებენ, დღეისთვის დაგროვებითი პენსიით ისარგებლა 484-მა ადამიანმა.

„საპენსიო ასაკის შესრულების საფუძვლით – 223 მონაწილე, საზღვარგარეთ მუდმივსაცხოვრებლად გადასვლის გამო – ერთი, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის სტატუსის საფუძვლით – 201, ხოლო მემკვიდრის უფლებით ისარგებლა – 59 პირმა”, – აღნიშნულია საპენსიო სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც უწყებაში განმარტავენ, საპენსიო სქემაში ჩართულთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება და ბოლო სამი თვის მანძილზე საშუალოდ 12 000-ზე მეტია. საპენსიო დანაზოგებს უკვე დაერიცხა 100 მილიონ ლარამდე სარგებელი. საპენსიო აქტივები განთავსებულია ეფექტურ წლიურ 11.1%-ში.