საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრთა ხელფასი წელიწადში 60 ათას დოლარამდე იქნება
საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრთა ხელფასი წელიწადში 60 ათას დოლარამდე იქნება

საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრთა ხელფასი წელიწადში 60 ათას დოლარამდე იქნება. შესაბამისი ვაკანსია უკვე გამოქვეყნდა და განაცხადების მიღება 5 აპრილამდე გაგრძელდება.

განცხადებაში მითითებულია, რომ საბჭოს წევრის სამუშაო წელიწადში დაახლოებით 72 საათით განისაზღვრება. მას ვალდებულება ექნება, საქართველოში წელიწადში სულ მცირე ერთხელ ჩამოვიდეს. საბჭოს წევრს მოგზაურობასთან დაკავშირებულ ხარჯებსაც აუნაზღაურებენ.

საბჭოს წევრობის კანდიდატებს შვიდკაციანი კომისია შეარჩევს და ისინი პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.

კანონის მიხედვით, საინვესტიციო საბჭო ხუთი წევრისგან შედგება.