საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრის ვაკანსია, ხელფასის მითითების გარეშე, „ეკონომისტშიც“ გამოქვეყნდა
საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრის ვაკანსია, ხელფასის მითითების გარეშე, „ეკონომისტშიც“ გამოქვეყნდა

საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრის ვაკანსია გამოცემა „ეკონომისტის“ (The Economist) ვებგვერდზეც გამოქვეყნდა.

ფაინენშალ თაიმსი“-სგან განსხვავებით, აღნიშნულ განცხადებაში საბჭოს წევრის სავარაუდო ხელფასი მითითებული არ არის. დაინტერესებულ პირებს აპლიკაციის შევსება 25 აპრილის ჩათვლით შეუძლიათ.

საბჭოს წევრების ანაზღაურებასთან დაკავშირებით გუშინ სააგენტოში განმარტება გააკეთეს. უწყებაში აღნიშნეს, რომ „ფაინენშალ თაიმსში“ (Financial Times) ვაკანსიის გამოსაქვეყნებლად აუცილებელი იყო   გარკვეული ველების მონიშვნა, მათ შორის სახელფასო დიაპაზონის. მისი მინიმალური დიაპაზონი კი, წლიურად 0-დან 60 000 დოლარამდეა.

„მონიშნული გრაფა არ ნიშნავს, რომ სააგენტო ანაზღაურების სახით ამ დიაპაზონის მაქსიმალური თანხის გადახდას აპირებს”, – განაცხადეს სააგენტოში.

კანონის მიხედვით, საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭო ხუთი წევრისგან შედგება. კანდიდატებს შვიდკაციანი კომისია შეარჩევს და ისინი პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს. სწორედ საბჭო იქნება პასუხისმგებელი მოქალაქეთა საპენსიო დანაზოგების ინვესტირებაზე.