საპენსიო სააგენტოს დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე განაცხადების მიღება 31 იანვრამდე იწარმოებს
საპენსიო სააგენტოს დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე განაცხადების მიღება 31 იანვრამდე იწარმოებს

საპენსიო სააგენტოს ახალი დირექტორის შერჩევა დაიწყო. ვაკანტურ თანამდებობაზე განაცხადების მიღება 31 იანვრამდე იწარმოებს.

განცხადებაში მითითებულია, რომ სააგენტოს ხელმძღვანელის ხელფასი 10 ათასიდან 15 ათას ლარამდეა.

კანდიდატის მიმართ რამდენიმე მოთხოვნა არის დასახელებული. მაგალითად, მას ფინანსურ ინსტიტუტში ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ ხუთ წლის გამოცდილება უნდა ჰქონდეს. სასურველია, კანდიდატს გააჩნდეს აქტივების მართვის გამოცდილება, საპენსიო სქემების პრინციპების ცოდნა.

ახალ დირექტორს სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭო შეარჩევს, რომელშიც საქართველოს ეკონომიკის, ფინანსთა და ჯანდაცვის მინისტრები, ასევე საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს თავმჯდომარე ოლივიე რუსო შედიან.

ლევან სურგულაძე საპენსიო სააგენტოს დირექტორის თანამდებობას საკუთარი ინიციატივით, 16 იანვრიდან დატოვებს.

დატოვე კომენტარი