საპენსიო სააგენტოს დირექტორობის სურვილი 120-მა ადამიანმა გამოთქვა
საპენსიო სააგენტოს დირექტორობის სურვილი 120-მა ადამიანმა გამოთქვა

საპენსიო სააგენტოს დირექტორის ვაკანტური ადგილის დასაკავებლად სააგენტოში 120 განაცხადი შევიდა.

განაცხადების მიღების ვადა 31 იანვარს დასრულდა.

სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭომ უნდა იმსჯელოს და 120 ადამიანიდან საუკეთესო შეარჩიოს. სამეთვალყურეო საბჭო ხუთი  წევრისგან შედგება – ფინანსთა, ეკონომიკის, ჯანდაცვის მინისტრები და სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს ხელმძღვანელი ოლივიერ რუსსო.

დირექტორობის კანდიდატებმა რამდენიმე კრიტერიუმი უნდა დააკმაყოფილონ – პროფესია: ეკონომიკური, ფინანსები ან ბიზნეს სამართალი, ფინანსურ ინსტიტუტში ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ ხუთი წლის გამოცდილება, სასურველია კანდიდატს გააჩნდეს აქტივების მართვის გამოცდილება ან საპენსიო სქემების პრინციპების ცოდნა. ამასთანავე, კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე. სააგენტოს ხელმძღვანელის ხელფასი 10 ათასიდან 15 ათას ლარამდეა.

სააგენტოს ყოფილმა ხელმძღვანელმა, ლევან სურგულაძემ თანამდებობა 16 იანვარს დატოვა. ამჯერად, დირექტორის მოვალეობას გიორგი ჭიჭინაძე ასრულებს.