საპენსიო სააგენტოს დირექტორის თანამდებობას ლევან სურგულაძე დაიკავებს
საპენსიო სააგენტოს დირექტორის თანამდებობას ლევან სურგულაძე დაიკავებს

სსიპ საპენსიო სააგენტოს დირექტორის პოსტს ლევან სურგულაძე დაიკავებს. საპენსიო სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭომ ლევან სურგულაძე სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობაზე კანონის თანახმად, კონკურსის წესით შეარჩია.

ეკონომიკის სამინისტრის ინფორმაციით, საპენსიო სააგენტოს დირექტორის პოსტზე საჯარო კონკურსი 10 აგვისტოს გამოცხადდა და სულ 70 განაცხადი შევიდა.

შესული განაცხადებიდან კონკურსის ფინალური ეტაპისთვის სამეთვალყურეო საბჭომ რვა კანდიდატი შეარჩია – მათ 14 სექტემბერს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში საბჭოს წევრებთან გასაუბრება გაიარეს. სამეთვალყურეო საბჭომ ლევან სურგულაძე საპენსიო სააგენტოს დირექტორის თანამდებობაზე ერთხმად დაამტკიცა.

როგორც საბჭოს თავმჯდომარემ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ აღნიშნა, მისი თანამდებობაზე დანიშვნისას მთავარი ფაქტორები იყო პროფესიონალიზმი, მდიდარი სამუშაო გამოცდილება და ამ პოსტისთვის საჭირო უნარ-ჩვევები.

ლევან სურგულაძე საპენსიო სააგენტოს დირექტორის თანამდებობამდე სს კავკასიის ბიზნეს ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე მუშაობდა.

დატოვე კომენტარი