საპენსიო სააგენტოს დირექტორის კიდევ ერთ მოადგილედ ირაკლი ბურჭულაძე დაინიშნა
საპენსიო სააგენტოს დირექტორის კიდევ ერთ მოადგილედ ირაკლი ბურჭულაძე დაინიშნა

საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილედ ირაკლი ბურჭულაძე დაინიშნა.

ბურჭულაძე ამერიკის შეერთებული შტატების ჰალტის საერთაშორისო ბიზნეს სკოლის მაგისტრია (MS) ფინანსების მიმართულებით. ასევე, მიღებული აქვს საქართველოს საერთაშორისო შავი ზღვის უნივერსიტეტში საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების ბაკალავრის ხარისხი (BS).

2012 წელს ირაკლი ბურჭულაძემ კარიერა დაიწყო კომპანია „ჯი-ი-სი დეველოპმენტში“ ფინანსური საკითხების კონსულტანტად. 2014-2017 წლებში მუშაობდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საპენსიო რეფორმისა და კაპიტალის ბაზრის განვითარების დეპარტამენტში მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე.

საპენსიო სააგენტოს დირექტორს, ლევან სურგულაძეს კიდევ ორი მოადგილე ჰყავს – გიორგი ჭიჭინაძე და ვაჟა ჯაფოშვილი.