საპენსიო სააგენტოს აუდიტს „ფრაის უოთერ ჰაუსკუპერს“ საქართველო განახორციელებს
საპენსიო სააგენტოს 2021-2022 წლის ანგარიშგების გარე აუდიტს „ფრაის უოთერ ჰაუსკუპერს საქართველო (PwC საქართველო) განახორციელებს. პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, დამოუკიდებელი აუდიტორი დღეს საკონკურსო კომისიამ შეარჩია, რომელსაც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე ხელმძღვანელობს.
კონკურსში მონაწილე აუდიტორული ფირმების მიერ წარმოდგენილი ფინანსური წინადადებების გახსნის შემდეგ კომისიამ არჩევანი აღნიშნულ კომპანიაზე შეაჩერა.
კონკურსში მონაწილეობას დიდი ოთხეულიდან სამი აუდიტორული კომპანია იღებდა: „დელოიტი და ტუში“, (Deloitte and Touche LLC), „იუაი“ (Ernst & Young Global Limited), „ფრაის უოთერ ჰაუსკუპერს საქართველო“ (PwC საქართველო). როგორც ცნობილია, „საპენსიო სააგენტოს“ 2019-2020 წლების გარე აუდიტი აუდიტორულმა ფირმა KPMG-მ განახორციელა.