საპენსიო სააგენტოს აუდიტის ჩატარების სურვილი სამმა კომპანიამ გამოთქვა
საპენსიო სააგენტოს აუდიტის ჩატარების სურვილი სამმა კომპანიამ გამოთქვა

საპენსიო სააგენტოს 2019-2020 წლების ანგარიშგების გარე აუდიტის ჩატარების სურვილს სამი აუდიტორული კომპანია გამოთქვამს.

საკონკურსო კომისიის სხდომაზე, რომელსაც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე ხელმძღვანელობს, აუდიტორული ფირმების მიერ წარდგენილი დალუქული კონვერტები, კერძოდ ტექნიკური წინადადებები გაიხსნა.

კონკურში მონაწილეობს KPMG Georgia, „ფრაისუოთერჰაუსკუპერსი“ (PWC) და „დელოიტი და ტუში“ (Deloitte). ითქვა, რომ კომპანიების მიერ წარდგენილი ფინანსური წინადადებები კომისიის შემდეგ სხდომაზე გაიხსნება.

პარლამენტი საპენსიო სააგენტოს 2019-2020 წლების ანგარიშგების აუდიტის განხორციელებისთვის აუდიტორს 21 ნოემბრამდე შეარჩევს.

საპენსიო სააგენტოს 2018 წლის გარე აუდიტი აუდიტორულმა ფირმა „ერნსტ ენდ იანგმა“ განახორციელა.

დატოვე კომენტარი