საპენსიო სააგენტომ 560 მილიონი ლარის სადეპოზიტო სერტიფიკატები შეიძინა
საპენსიო სააგენტომ 560 მილიონი ლარის სადეპოზიტო სერტიფიკატები შეიძინა

საპენსიო სააგენტომ, საინვესტიციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მიმდინარე თვის განმავლობაში შეიძინა 560 მილიონი ლარის ღირებულების სადეპოზიტო სერტიფიკატები.

სააგენტოს ინფორმაციით, საშუალო ნომინალურმა საპროცენტო განაკვეთმა 14.9% შეადგინა, ინვესტიციების ვადიანობამ კი, ხუთი წელი.

როგორც სააგენტოში განმარტავენ, აღნიშნული ინვესტიციები განახორციელა უფროსი საინვესტიციო ოფიცრის მოვალეობის შემსრულებელმა, დავით წიკლაურმა, რომელიც საინვესტიციო საბჭომ ერთი თვის ვადით დანიშნა.

„მიგვაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება უზრუნველყოფს მონაწილეთა ინტერესების დაცვას და დღევანდელი საბაზრო მონაცემების გათვალისწინებით, გვთავაზობს მოსალოდნელ რისკებსა და მოსალოდნელ უკუგებას შორის საუკეთესო ბალანსს (დაახლოებით 4%-იანი განსხვავება გვაქვს სახელმწიფო ობლიგაციების ხუთწლიან სარგებელთან, რომელიც 9.5%-ია)”, – განმარტავენ საპენსიო სააგენტოში.