საპენსიო სააგენტო საზოგადოებრივი საბჭოს შექმნას გეგმავს
საპენსიო სააგენტო საზოგადოებრივი საბჭოს შექმნას გეგმავს

საპენსიო სააგენტო საზოგადოებრივი საბჭოს შექმნას გეგმავს. ამის შესახებ ჟურნალისტებს სააგენტოს უფროსმა, ლევან სურგულაძემ განუცხადა.

საბჭოში ჩართვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ჟურნალისტებს, ექსპერტებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს შეეძლებათ.

სურგულაძის თქმით, საბჭოს ფორმატში უწყების საინვესტიციო და ოპერაციული საქმიანობის მონიტორინგი განხორციელდება.