საპენსიო სააგენტო - საპენსიო აქტივების სარგებელი 2.3-ჯერ აღემატება წლიურ ინფლაციას
საპენსიო სააგენტო - საპენსიო აქტივების სარგებელი 2.3-ჯერ აღემატება წლიურ ინფლაციას

საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, 2020 წლის 8 სექტემბრის მდგომარეობით, დაგროვებითი პენსიით 447-მა ადამიანმა ისარგებლა.

მათგან, საპენსიო ასაკის შესრულების საფუძვლით 211-მა მონაწილემ, საზღვარგარეთ მუდმივ საცხოვრებლად გადასვლის გამო ერთმა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტატუსის საფუძვლით – 186-მა, ხოლო მემკვიდრეობის უფლებით 49 პირმა ისარგებლა.

როგორც საპენსიო სააგენტოში აცხადებენ, საპენსიო სქემაში ჩართულთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება და თვის განმავლობაში საშუალოდ 9 000-ზე მეტია. საპენსიო დანაზოგებს უკვე დაერიცხა 79.5 მილიონ ლარამდე სარგებელი.

„საპენსიო აქტივები განთავსებულია ეფექტურ წლიურ 11.1 პროცენტში, რაც 2.3-ჯერ აღემატება ქვეყანაში მიმდინარე წლიური ინფლაციის მაჩვენებელს (აგვისტოს მდგომარეობით, 4.8 პროცენტი), ხოლო 1.3-ჯერ აღემატება ლარის შემოსავლიანობის მაჩვენებელს“, – აცხადებს საინვესტიციო სამსახურის უფროსი საინვესტიციო ოფიცერი გოგა მელიქიძე.