საპენსიო სააგენტო საინვესტიციო შედეგების ყოველთვიური ანგარიშის გამოქვეყნებას იწყებს
საპენსიო სააგენტო საინვესტიციო შედეგების ყოველთვიური ანგარიშის გამოქვეყნებას იწყებს

საპენსიო სააგენტო, საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის შესაბამისად, საინვესტიციო შედეგების ყოველთვიური ანგარიშის გამოქვეყნებას იწყებს.

უწყების ინფორმაციით, ანგარიში, რომელიც სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე რეგულარულად განთავსდება, მოიცავს ინფორმაციას საინვესტიციო ამონაგების, აქტივების განაწილებისა და პორტფელის რისკის პარამეტრების შესახებ.

2022 წლის იანვრის ანგარიშის მიხედვით, საპენსიო ფონდის აქტივების წმინდა ღირებულება 2.063 მილიარდ ლარს შეადგენს. ფონდის წმინდა ამონაგები 2019 წლიდან 2022 წლის იანვრის ჩათვლით 32.37%-ია, ხოლო რეალურმა ამონაგებმა (ინფლაციის გათვალისწინებით) იმავე პერიოდში 4.84% შეადგინა.

„საინვესტიციო შედეგების შესახებ ინფორმაციას საპენსიო სააგენტო ყოველთვის პროაქტიულად აქვეყნებდა ვებგვერდზე და სხვადასხვა მედიის საშუალებით. თუმცა მსგავსი შინაარსის და დეტალიზაციის საჯარო ანგარიშგება პირველად ხდება, რაც საზოგადოების და უპირველესად სქემის მონაწილეების ინფორმირებულობას ისახავს მიზნად“, – აცხადებს გოგა მელიქიძე, უფროსი საინვესტიციო ოფიცერი.