საპენსიო სააგენტო მთავარი რისკის ოფიცერს ეძებს
საპენსიო სააგენტო მთავარი რისკის ოფიცერს ეძებს

საპენსიო სააგენტო მთავარი რისკის ოფიცერს ეძებს. უწყებამ შესაბამისი ვაკანსია უკვე გამოაქვეყნა. განაცხადების მიღება 8 ივლისამდე იწარმოებს.

როგორც ვაკანსიაშია აღნიშნული, მთავარი რისკის ოფიცერს უნდა გააჩნდეს უმაღლესი განათლება (მინიმუმ მაგისტრის დონეზე) ფინანსების ან/და თეორიული ფიზიკის ან/და მათემატიკის სპეციალიზაციით; რისკის კონტროლის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ ხუთი წლის გამოცდილება; კაპიტალის ბაზრის პროდუქტების / ფინანსური ინსტრუმენტების საფუძვლიანი ცოდნა; რისკის კონტროლის საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისი პრინციპების, პოლიტიკის, პროცესების და პროცედურების საფუძვლიანი ცოდნა; რისკების შეფასების რაოდენობრივი მეთოდების საფუძვლიანი ცოდნა.

კანდიდატი სრულყოფილად უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას და გააჩნდეს კომუნიკაციის საუკეთესო უნარები.

„ანაზღაურება დაინიშნება გამოვლენილი საუკეთესო კანდიდატის კვალიფიკაციის და ბაზარზე არსებული კონკურენტული სახელფასო განაკვეთების შესაბამისად”, – აღნიშნულია ვაკანსიაში.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭო დაკომპლექტდა.