საპენსიო სააგენტო იანვარში ბიუჯეტიდან 118 ათასი ლარით დაფინანსდა
საპენსიო სააგენტო იანვარში ბიუჯეტიდან 118 ათასი ლარით დაფინანსდა

ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ხაზინის მონაცემებით, საპენსიო სააგენტო იანვარში ბიუჯეტიდან 118 ათასი ლარით დაფინანსდა. აქედან შრომის ანაზღაურებაზე 86.5 ათასი ლარი მიიმართა, 31.9 ათასი ლარი კი, საქონელსა და მომსახურებაზე.

საპენსიო სააგენტომ 2019 წლის პირველ კვარტალში 1 130 000 ლარი უნდა აითვისოს, 12 თვეში კი, სააგენტოს ბიუჯეტი 3 800 000 ლარია.

საპენსიო სააგენტო „დაგროვებითი საპენსიო სისტემის“ შესახებ კანონის საფუძველზე შეიქმნა. დაგროვებითი საპენსიო სისტემა საქართველოში მიმდინარე წლის იანვრიდან ამოქმედდა.