დაგროვებითი საპენსიო თანხის მოცულობა 890 მილიონ ლარს შეადგენს
დაგროვებითი საპენსიო თანხის მოცულობა 890 მილიონ ლარს შეადგენს

საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, 3 აგვისტოს მდგომარეობით, საპენსიო აქტივებმა 890 მილიონი ლარი შეადგინა, საიდანაც 1.7 პროცენტი ვადიან დეპოზიტებზე, 25.2 პროცენტი სარგებლიან ანგარიშებზე, ხოლო 73.1 სადეპოზიტო სერტიფიკატებშია ინვესტირებული.

საპენსიო აქტივების 100 პროცენტი ლარშია დენომინირებული.

სააგენტოს ცნობით, საპენსიო აქტივებზე დარიცხული წლიური ეფექტური სარგებელი 11.4 პროცენტია, რაც ქვეყანაში არსებულ წლიურ ინფლაციაზე ორჯერ მეტია, ივლისის მდგომარეობით, 5.7 პროცენტია.

საპენსიო აქტივებზე დარიცხული სარგებელი 68 მილიონ ლარს შეადგენს.