საპენსიო სააგენტო - 2020 წლის 28 დეკემბრის მდგომარეობით, საპენსიო აქტივების მოცულობამ 1.2 მილიარდი ლარი შეადგინა
საპენსიო სააგენტო - 2020 წლის 28 დეკემბრის მდგომარეობით, საპენსიო აქტივების მოცულობამ 1.2 მილიარდი ლარი შეადგინა

საპენსიო სააგენტოს მონაცემებით, 2020 წლის 28 დეკემბრის მდგომარეობით, საპენსიო აქტივების მოცულობამ 1.2 მილიარდი ლარი შეადგინა, საიდანაც დარიცხული სარგებელი 103 მილიონი ლარია.

მათივე ინფორმაციით, დღეისათვის, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა 606-მა ადამიანმა, მათ შორის: საპენსიო ასაკის შესრულების საფუძვლით – 264 მონაწილემ, საზღვარგარეთ მუდმივსაცხოვრებლად გადასვლის გამო – ერთმა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის სტატუსის საფუძვლით – 257-მა, ხოლო მემკვიდრის უფლებით ისარგებლა – 84 პირმა.

ამასთან, როგორც სააგენტოში აცხადებენ, საპენსიო სქემაში ჩართულთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება და საშუალოდ თვეში 12 000-ზე მეტს შეადგენს. საპენსიო აქტივები განთავსებულია საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის შესაბამისად, ქართულ კომერციულ ბანკებში სარგებლიან მიმდინარე ანგარიშებზე, ვადიან დეპოზიტებსა და სადეპოზიტო სერტიფიკატებში.

საპენსიო აქტივები ამ დროისათვის სრულად ლარშია დენომინირებული. 31 დეკემბრის მდგომარეობით, საპენსიო აქტივებს ერიცხება წლიური ეფექტური 10.9 პროცენტი სარგებელი. კაპიტალის ბაზრის ინსტრუმენტებში ინვესტირება საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის შესაბამისად უახლოეს პერიოდში, სპეციალიზებული დეპოზიტარის შერჩევის შემდეგ დაიწყება. საინვესტიციო საბჭომ საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის საფუძველზე დააზუსტა საპენსიო აქტივების შეფასების მეთოდოლოგია, რომელიც ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით განისაზღვრა.