საპენსიო ფონდში ამ დროისთვის დაახლოებით 320 მილიონი ლარია მობილიზებული
საპენსიო ფონდში ამ დროისთვის დაახლოებით 320 მილიონი ლარია მობილიზებული

საპენსიო ფონდში ამ დროისთვის დაახლოებით 320 მილიონი ლარია მობილიზებული. ამის შესახებ ჟურნალისტებს საპენსიო სააგენტოს უფროსმა ლევან სურგულაძემ განუცხადა. მისივე ინფორმაციით, თანხებს ამ დროისთვის 5 მილიონ ლარზე მეტი სარგებელი დაერიცხა.

სურგულაძე ვარაუდობს, რომ დანაზოგების ინვესტირება უკვე სექტემბრის ბოლოს დაიწყება.

სააგენტოს უფროსმა კომენტარი გააკეთა სქემაზე გასულ საჯარო მოხელეებზეც და აღნიშნა, რომ მათ უმეტესობას დაბალი შემოსავალი აქვს. საუბარია, ძირითადად, სკოლებისა და საბავშვო ბაღების პედაგოგებზე.

დატოვე კომენტარი