საპენსიო ფონდში 41 მილიონ ლარზე მეტია მობილიზებული
საპენსიო ფონდში 41 მილიონ ლარზე მეტია მობილიზებული

საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, საპენსიო სისტემაში 32 000 კომპანია და ყველა სახელმწიფო სტრუქტურაა ჩართული.

ამ დროისთვის, ფონდში აკუმულირებულია 41 მილიონ ლარზე მეტი.

როგორც სააგენტოში აცხადებენ, სტატისტიკა ცვალებადია, ვინაიდან კომპანიების მიერ ჯერ ყველა დეკლარაცია დახურული არ არის.

დაგროვებითი საპენსიო სისტემა საქართველოში მიმდინარე წლის იანვრიდან ამოქმედდა.