საპენსიო აქტივების მოცულობამ მილიარდ 420 მილიონ ლარს მიაღწია
საპენსიო აქტივების მოცულობამ მილიარდ 420 მილიონ ლარს მიაღწია

2021 წლის 5 მაისის მდგომარეობით, საპენსიო აქტივების მოცულობამ 1.420 მილიარდ ლარს მიაღწია,  საიდანაც დარიცხული სარგებელი 148.8 მილიონი ლარია, – ინფორმაციას საპენსიო სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, საპენსიო აქტივები განთავსებულია ქართულ კომერციულ ბანკებში და ერიცხება ეფექტური წლიური სარგებელი 11 პროცენტი. საპენსიო აქტივების 62 პროცენტი განთავსებულია სადეპოზიტო სერტიფიკატებში და ვადიან დეპოზიტებში, ხოლო 38 პროცენტი სარგებლიან მიმდინარე ანგარიშებზე. საპენსიო აქტივები დღეისათვის ლარშია ინვესტირებული.

დაგროვებითი პენსიით ისარგებლა 800-მდე ადამიანმა. საპენსიო სქემაში ჩართულთა რაოდენობა იზრდება და თვეში საშუალოდ 11 000-ზე მეტი ადამიანი უერთდება სქემას, ამ დროისათვის კი 1 145 808 სქემის მონაწილეა რეგისტრირებული.