საპატრულო პოლიციის გურიის მთავარი სამმართველოს პოლიციის უფროსმა, შოთა ხაჟომიამ თანამდებობა დატოვა
საპატრულო პოლიციის გურიის მთავარი სამმართველოს პოლიციის უფროსმა, შოთა ხაჟომიამ თანამდებობა დატოვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის გურიის მთავარი სამმართველოს პოლიციის უფროსმა, შოთა ხაჟომიამ თანამდებობა დატოვა.

აღნიშნულ ფაქტს ადასტურებენ შსს-ში.

შოთა ხაჟომიას უმაღლესი განათლება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში აქვს მიღებული, იგი პროფესიით სამართალმცოდნეა. გურიის საპატრულო პოლიციის გურიის მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობამდე მას 2017 წლიდან საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობა ეკავა.

ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ დაიკავებს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის გურიის მთავარი სამმართველოს პოლიციის უფროსის პოზიციას.