საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი დავით ცინარიძე ოჯახის წევრის მიმართ მუქარის ბრალდებით დააკავეს

17:43, 28.04.2020

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი დავით ცინარიძე ოჯახის წევრის მიმართ მუქარის ბრალდებით დააკავეს.

ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს შსს-ს პრესსამსახურში დაუდასტურეს.

უწყების ცნობით, გამოძიება სსკ-ის 11 პრიმა 151 მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ მუქარას გულისხმობს.

დავით ცინარიძე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობიდან 2015 წელს გაათავისუფლეს.

მსგავსი