საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსად მიხეილ დილიმაშვილი დაინიშნა
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსად მიხეილ დილიმაშვილი დაინიშნა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსად მიხეილ დილიმაშვილი დაინიშნა. ინფორმაცია პირველ არხს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში დაუდასტურეს.

მიხეილ დილიმაშვილი ამ დრომდე აჭარის საპატრულო პოლიციის მთავარ სამმართველოს ხელმძღვანელობდა.

თეიმურაზ კუპატაძემ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა გუშინ დატოვა. როგორც პირველ არხს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, თეიმურაზ კუპატაძე სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილის თანამდებობას დაიკავებს.