საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთიანი მომსახურების ცენტრის ექსპრეს ფილიალები მცხეთა-მთიანეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში მოქალაქეებს უწყვეტ რეჯიმში ემსახურებიან
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთიანი მომსახურების ცენტრის ექსპრეს ფილიალები მცხეთა-მთიანეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში მოქალაქეებს უწყვეტ რეჯიმში ემსახურებიან

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთიანი მომსახურების ცენტრის ექსპრეს ფილიალები მცხეთა-მთიანეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში მოქალაქეებს უწყვეტ რეჯიმში ემსახურებიან. ინფორმაციას მომსახურების სააგენტო ავრცელებს.

გუდაურში ცენტრის ექსპრეს ფილიალი განთავსებულია ქვემო გუდაურის ცენტრში, მარნეულში კი ფილიალი რუსთაველის 1 ნომერში მუშაობს.

ერთიანი მომსახურების ცენტრის სამუშაო საათებია: ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00 საათამდე, შაბათი 09:00-14:00 საათამდე. რეგიონის მოსახლეობას შესაძლებლობა აქვს, 50-მდე საპოლიციო სერვისი „ერთი სარკმლის პრინციპით“, დროის ნაკლები დანახარჯით, პერიოდულად, ქალაქიდან გაუსვლელად მიიღოს, მათ შორის მართვის უფლების შეჩერების შესახებ დადგენილების გაუქმება ან ჯარიმით შეცვლა, რეაგირების ოქმის გამოთხოვა, სპეციალურ სადგომზე გადაყვანილი სატრანსპორტო საშუალების გაყვანაზე თანხმობის მიღება.

ექსპრესფილიალები მთელი ქვეყნის მასშტაბით იმოძრავებენ და იმ ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების მოსახლეობას მოემსახურებიან, სადაც მოქალაქეებს ე.წ. „მე-12“ ოთახით სარგებლობა, ან საპოლიციო სერვისის მისაღებად, ამ დრომდე, სხვა ახლომდებარე ქალაქში ჩასვლა უწევთ.

ერთიანი მომსახურების ცენტრის ექსპრეს ფილიალები გუდაურსა და მარნეულში 18 აპრილამდე განთავსდება.