საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთიანი მომსახურების ცენტრი 31 მაისს მოქალაქეებს დისტანციურად მოემსახურება
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთიანი მომსახურების ცენტრი 31 მაისს მოქალაქეებს დისტანციურად მოემსახურება

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთიანი მომსახურების ცენტრი 31 მაისს მოქალაქეებს დისტანციურად მოემსახურება.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთიანი მომსახურების ცენტრი გაცნობებთ, რომ 31 მაისს, ორშაბათს, 09:00 საათიდან 12:00 საათამდე ცენტრი მოქალაქეებს დისტანციურ მომსახურებას გაუწევს.

სატელეფონო ქოლ-ცენტრის საშუალებით, ნომერზე – 0322414242, მოქალაქეები ნებისმიერი მომსახურების მიღებას შეძლებენ.

12:00 საათიდან ცენტრი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს“, – აცხადებენ შსს-ში.