საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი კობი-გუდაურის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობის შეზღუდვასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი კობი-გუდაურის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობის შეზღუდვასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

კობი-გუდაურის საავტომობილო გზის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა აკრძალულია.

აღნიშნულთან დაკავშირებით საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი ინფორმაციას ავრცელებს.

„საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ ინტენსიური თოვის და ზვავსაშიშროების გამო, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, კერძოდ, კობი-გუდაურის საავტომობილო გზის მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა ორივე მიმართულებით აიკრძალა.

მოქალაქეებს მოვუწოდებთ, დაიცვან საგზაო მოძრაობის წესები”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.