საპატრულო პოლიციამ თბილისში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო, დაკავებულია ორი პირი

10:33, 02.09.2025

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტებზე 1990 წელს დაბადებული ლ.კ. და 1987 წელს დაბადებული გ.ქ. სხვადასხვა დროს დააკავეს.

შსს-ს ცნობით, დანაშაული 7-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„სამართალდამცველებმა ბრალდებულების ავტომობილებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო ვაზნები.

პოლიციამ ორივე მათგანი ბრალდებულების სახით დააკავა.

ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

მსგავსი