საპატრულო პოლიციამ აჭარაში ინტერპოლით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოსა და ამავე დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს აჭარის საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, 1986 წელს დაბადებული თურქეთის მოქალაქე ს.ქ. დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ს.ქ. თურქეთის რესპუბლიკის მიერ სექსუალური ექსპლუატაცია/პროსტიტუციის ბრალდებით იძებნებოდა.
უწყების ცნობით, დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.