საპატრულო პოლიცია – ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის პირველი კილომეტრიდან კახეთის მიმართულებით ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდა

20:50, 24.03.2019

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის 1-ლი კილომეტრიდან კახეთის მიმართულებით ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდა.

„აღნიშნულ მონაკვეთზე დაშვებულია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომობილების მოძრაობა.

საავტომობილო მოძრაობას შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები არეგულირებენ“, – აცხადებენ საპატრულო პოლიციაში.

მსგავსი