საპატრულო პოლიცია - კობი-გუდაურის გზაზე გადაადგილება რეკომენდებულია ზამთრის საბურავებით და დაბალი სიჩქარით
საპატრულო პოლიცია - კობი-გუდაურის გზაზე გადაადგილება რეკომენდებულია ზამთრის საბურავებით და დაბალი სიჩქარით

კობი-გუდაურის გზაზე გადაადგილება რეკომენდებულია ზამთრის საბურავებით და დაბალი სიჩქარით, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი.

„საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ კობი-გუდაურის საავტომობილო გზის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა აღდგენილია.

საპატრულო პოლიციის რეკომენდაციით, აღნიშნულ მონაკვეთებზე გადაადგილება რეკომენდებულია ზამთრის საბურავებით და დაბალი სიჩქარით.

მოქალაქეებს მოვუწოდებთ, დაემორჩილონ საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მითითებებს და მაქსიმალურად დაიცვან საგზაო მოძრაობის წესები“, – აცხადებენ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში.