საპატრულო პოლიცია ჰიბრიდული ელექტრომობილებით ისარგებლებს
საპატრულო პოლიცია ჰიბრიდული ელექტრომობილებით ისარგებლებს

იაპონიაში შეძენილი 100 ჰიბრიდული ელექტრომობილით საპატრულო პოლიცია ისარგებლებს, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა საპარლამენტო კომიტეტზე განაცხადა.

გიორგი გახარიას თქმით, საქართველომ იაპონიიდან 100 ჰიბრიდული ელექტრომობილი შეიძინა.

„ერთი კარგი სიახლე მინდა გითხრათ. სულ რამდენიმე თვის წინ არსებობდა ასეთი გრანტი იაპონური მთავრობის, რომელზეც შევთანხმდით და საქართველოში უკვე ერთი კვირის წინ შემოვიდა დაახლოებით 100 ჰიბრიდული ელექტრომობილი. ლოგიკა არსებობდა და იყო იდეა, რომ მთავრობის წევრები გადაგვესვა ამ მანქანებზე, მაგრამ ჩვენი თხოვნით, ეს სატრანსპორტო საშუალება დაეთმობა პატრულს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.