საპატრიარქოს ცნობით, 17 მაისს ქაშვეთის ტაძარში ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, პარაკლისი ჩატარდება, რის შემდეგაც მსვლელობა გაიმართება
საპატრიარქოს ცნობით, 17 მაისს ქაშვეთის ტაძარში ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, პარაკლისი ჩატარდება, რის შემდეგაც მსვლელობა გაიმართება

17 მაისს, 12:00 საათზე ქაშვეთის ტაძარში ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით მეუფე შიო პარაკლისს ჩაატარებს. პარაკლისის შემდეგ კი შედგება საზეიმო მსვლელობა-ლიტანიობა ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრამდე, სადაც ასევე შესრულდება სამადლობელი პარაკლისი, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

„ჩვენი ეკლესიის ძვირფას შვილებს,

ღმერთი მშვიდობისა და სიყვარულისა იყოს თქვენთანა!

2014 წელს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, 17 მაისი ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ გამოცხადდა.

ამ დღესთან დაკავშირებით ოთხშაბათს, 17 მაისს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) პარაკლისს აღასრულებს ქაშვეთის ტაძარში 12:00 საათზე. პარაკლისის შემდეგაც შედგება საზეიმო მსვლელობა-ლიტანიობა ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრამდე, სადაც ასევე შესრულდება სამადლობელი პარაკლისი.

მშვენიერ ტრადიციად ქცეული ჩვეულებრივობით ვიკრიბებით ყველა, სამღვდელოება და მრევლი, ოჯახებთან ერთად!

უფალმა დაგლოცოთ!“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.