საპატრიარქო წმინდა სინოდის სხდომის ვიდეომასალას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქო წმინდა სინოდის დღევანდელი სხდომის ვიდეომასალას ავრცელებს.

დღეს გამართულ სხდომას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ხელმძღვანელობდა.

წმინდა სინოდის სხდომის განჩინება ჯერ არ გამოქვეყნებულა, თუმცა როგორც სხდომის შემდეგ გაკეთებულ კომენტარებში სინოდის წევრებმა აღნიშნეს, საუბარი შეეხო ე.წ. ციანიდის საქმეს და უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხს. ამასთან, არსებული ინფორმაციით, წმინდანად შერაცხეს ერთ-ერთი სასულიერო პირი.

წმინდა სინოდის სხდომაზე ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლებით დაჯილდოვდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე, მეუფე შიო.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა წელს პირველად ჩატარდა.