საპატრიარქო - ვთხოვთ ჩვენს მრევლს, წელს ამჯობინეთ დასვენება საქართველოში
საპატრიარქო - ვთხოვთ ჩვენს მრევლს, წელს ამჯობინეთ დასვენება საქართველოში

საქართველოს საპატრიარქო ხელისუფლებასა და ბანკების ხელმძღვანელებს მიმართავს, ვიდრე ვითარება შეიცვლება, მაქსიმალურად გაუწიონ შეღავათი ტურისტულ სექტორში დასაქმებულ კრედიტორებს.

ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაშია აღნიშნული.

ამასთან, საპატრიარქო მრევლს მოუწოდებს, წელს საქართველოში დაისვენონ.

„ამა წლის 19 ივნისიდან განვითარებულმა მოვლენებმა, შეიძლება,  ტურისტული მომსახურების სფეროში ჩართული  არაერთი ჩვენი მოქალაქე სერიოზულად დააზარალოს, რადგან ბევრ მათგანს აღებული აქვს საბანკო კრედიტი და პრობლემები შეექმნება მის დაფარვაში.

ამიტომაც ვთხოვთ ხელისუფლებას და ბანკების ხელმძღვანელებს, ვიდრე ვითარება შეიცვლება, მაქსიმალურად გაუწიონ შეღავათი ტურისტულ სექტორში დასაქმებულ კრედიტორებს.

ამასთან, ვთხოვთ ჩვენს მრევლს, შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, წელს ამჯობინეთ დასვენება საქართველოში“, – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.