საპატრიარქო - ვითვალისწინებთ მრავალრიცხოვანი მრევლის სურვილს, 5 ივლისს სავედრებელი პარაკლისი ქაშუეთის ტაძარში აღევლინება როგორც 13:00, ისე 17:00 საათზე
საპატრიარქო - ვითვალისწინებთ მრავალრიცხოვანი მრევლის სურვილს, 5 ივლისს სავედრებელი პარაკლისი ქაშუეთის ტაძარში აღევლინება როგორც 13:00, ისე 17:00 საათზე

სავედრებელი პარაკლისი 5 ივლისს ქაშუეთის ტაძარში აღევლინება როგორც 13:00, ისე 17:00 საათზე, – ამის აღნიშნულია საპატრიარქოს ინფორმაციაში.

„ვითვალისწინებთ რა მრავალრიცხოვანი მრევლის სურვილს, რომ ორშაბათს, 5 ივლისს, ლოცვა ჩატარდეს შუადღისასაც, ვაცხადებთ: პარაკლისი ქაშუეთის ტაძარში გადახდილი იქნება 13:00 საათზეც.

ასე რომ, სავედრებელი პარაკლისი ქაშუეთის ტაძარში აღევლინება როგორც 13:00 საათზე, ისე 17:00 საათზე“,- აღნიშნულია საპატრიარქოს ინფორმაციაში.

საქართველოში პრაიდის კვირეული ტარდება, რომელიც 5 ივლისს დასრულდება.

ამასთან, საქართველოს საპატრიარქომ გუშინ გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ „ე.წ. პრაიდის მიზანი არის გაუკუღმართებული ცხოვრების წესის პროპაგანდა, რომელიც აზიანებს მომავალი თაობის ცნობიერებას“.