საპატრიარქო ტაძრების წინამძღვრებს სამ რეკომენდაციას აძლევს
საპატრიარქო ტაძრების წინამძღვრებს სამ რეკომენდაციას აძლევს

საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ დღეს ტაძრების წინამძღვრებს სამი რეკომენდაციის შესახებ მიაწვდიან ინფორმაციას.

„გეძლევათ სამი რეკომენდაცია: პატრიარქის კურთხევაა, რომ კომენდანტის საათის გათვალისწინებით, ხვალიდან ლოცვები დაიწყოს შუა დღის 4.00 საათზე, ხოლო ყოველ დღე ეკლესია დაიკეტოს საღამოს 8 საათისთვის.

შეგახსენებთ, რომ აუცილებელია ტაძრის ეზოში 1,5 მ-ის დაშორებით დროულად გაკეთდეს ნიშნულები. ამისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ სამების ტაძარში მამა იოანეს (ტელ: 591000600).

გთხოვთ, ყოველდღიურად მოახდინოთ ხატების და სიწმინდეების ხშირად გაწმენდა (სპირტის და ვარდის წყლით), ასევე იატაკის დამუშავება და ეკლესიაში მუდმივი მეთვალყურეობისთვის გამოყოთ პასუხისმგებელი პირები“, – აღნიშნულია დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაში.