საპატრიარქო - პატრიარქი იზიარებს პოზიციას სასკოლო პროგრამაში იაკობ გოგებაშვილის „დედა ენის“ შეტანის აუცილებლობის შესახებ
საპატრიარქო - პატრიარქი იზიარებს პოზიციას სასკოლო პროგრამაში იაკობ გოგებაშვილის „დედა ენის“ შეტანის აუცილებლობის შესახებ

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი იაკობ გოგებაშვილის სახელობის პედაგოგთა კავშირის წევრებს და საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მოღვაწე იაკობ გოგებაშვილის საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა.

საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, შეხვედრაზე იმსჯელეს მომავალი თაობის სულიერი და ინტელექტუალური აღზრდის შესახებ. მისმა უწმინდესობამ პედაგოგებს მრავალწლიანი შრომისათვის მადლობა გადაუხადა და გაიზიარა მათი პოზიცია სასკოლო პროგრამაში იაკობ გოგებაშვილის „დედა ენის“ შეტანის აუცილებლობის შესახებ.

ღონისძიების დასასრულს, პედაგოგთა კავშირის ხელმძღვანელმა, გარი ჩაფიძემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი იაკობ გოგებაშვილის სახელობის მედლითა და პრემიით დააჯილდოვა.