საპატრიარქო მრევლს მოუწოდებს, თავი შეიკავონ საზღვარგარეთ წასვლისგან, ხოლო გაზრდილი რისკის ქვეყნებიდან ჩამოსულებმა განსაკუთრებით დაიცვან იზოლაციის წესი
საპატრიარქო მრევლს მოუწოდებს, თავი შეიკავონ საზღვარგარეთ წასვლისგან, ხოლო გაზრდილი რისკის ქვეყნებიდან ჩამოსულებმა განსაკუთრებით დაიცვან იზოლაციის წესი

სამოქალაქო პასუხისმგებლობა გვავალდებულებს ქვეყანაში მოქმედი რეგულაციებისა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის მითითებების გათვალისწინებას, – ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაშია აღნიშნული.

„როგორც ცნობილია, კორონავირუსის გარშემო განვითარებული მოვლენების გამო, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით საერთაშორისო მასშტაბით განსაკუთრებული ზომებია მიღებული. დღეისათვის ჩვენს ქვეყანაშიც მოქმედებს გარკვეული რეგულაციები და არსებობს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული ცენტრის რჩევები. სამოქალაქო პასუხისმგებლობა გვავალდებულებს ამ მითითებების გათვალისწინებას.

ამიტომ საქართველოს ეკლესიაც მის მრევლს მოუწოდებს, თავი შეიკავონ საზღვარგარეთ წასვლისგან, მათ შორის მოსალოცად, და ვურჩევთ ყველას, უკიდურესი აუცილებლობის გარდა, ნუ გაემგზავრებიან საქართველოდან; ხოლო გაზრდილი რისკის ქვეყნებიდან ჩამოსულებმა განსაკუთრებით უნდა დაიცვან იზოლაციის წესი; პასუხისმგებლობით უნდა მოიქცნენ ისინიც, რომელნიც გრიპით, ან გრიპის მსგავსი ვირუსით არიან დაავადებულნი და სახლებში დარჩნენ. სურვილის შემთხვევაში, მათ მოძღვარი ბინაზე აზიარებს“, – აღნიშნულია საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაში.