საპატრიარქო ისტორიკოს გიორგი ოთხმეზურის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
საპატრიარქო ისტორიკოს გიორგი ოთხმეზურის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს საპატრიარქო ისტორიკოს გიორგი ოთხმეზურის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

„ქართული საზოგადოება ეთხოვება ცნობილ მეცნიერს, ისტორიკოსს, თსუ-ს პროფესორს, ბატონ გიორგი ოთხმეზურს.

ბატონი გიორგი წლების განმავლობაში ერთგულად ემსახურებოდა ქართულ მეცნიერებას, დიდია მისი დამსახურება საქართველოს ისტორიის, წყაროთმცოდნეობის, ქართული ეპიგრაფიკისა და პალეოგრაფიის შესწავლისა და განვითარების მიმართულებით.

ამავე დროს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იგი ზრდიდა თაობებს და უნერგავდა მათ ქვეყნისა და ისტორიის სიყვარულს.

მწუხარებას გამოვთქვამთ ბატონი გიორგი ოთხმეზურის გარდაცვალების გამო და თანავუგრძნობთ განსვენებულის ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებსა და სტუდენტებს.

უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს მისი უკვდავი სული“, – აღნიშნულია საპატრიარქოს სამძიმრის წერილში.

ისტორიკოსი გიორგი ოთხმეზური დღეს 66 წლის ასაკში გარდაიცვალა. გიორგი ოთხმეზურს 22 იანვარს, 14:00 საათზე სიონის საკათედრო ტაძრიდან გამოასვენებენ.