„საპარტნიორო ფონდი“ სს „ვანრიკ აგროს“ მიმართ არსებული მოთხოვნის გასხვისების აუქციონს აცხადებს. „ვანრიკ აგრო“ 2015 წელს დაარსდა და მის მთავარ საქმიანობას ლურჯი მოცვის მოყვანა, გადამუშავება და რეალიზაცია წარმოადგენს.
„საპარტნიორო ფონდის“ ცნობით, კომპანიის მფლობელობაშია ოზურგეთის რაიონის დაბა ლაითურში 326 ჰა-ი მიწის ნაკვეთი, ნაწილობრივ განაშენიანებული ლურჯი მოცვის პლანტაციით და გადამამუშავებელი საწარმოო ხაზით.
„საპარტნიორო ფონდის“ მიერ პროექტში განხორციელებული ინვესტიცია 2.2 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. აუქციონის საწყისი თანხა შეადგენს 12 მლნ ლარს, რომლის გადახდის პირობები მოცემულია ხელშეკრულების პროექტში და ის გადაეცემა დაინტერესებულ ნებისმიერ პირს, აუქციონის საჯარო განცხადებაში არსებული წესის შესაბამისად. აუქციონში დაფიქსირებული საბოლოო ფასის გადახდა, ხელშეკრულების თანახმად, გადანაწილებულია შვიდ წელზე.
საჯარო აუქციონი გაიმართება 2019 წლის 26 დეკემბერს, „საპარტნიორო ფონდის“ ოფისში. აუქციონის შესახებ ეცნობებათ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომ