საპარლამენტთაშორისო კავშირის გენერალური მდივანი არჩილ თალაკვაძეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევას ულოცავს
საპარლამენტთაშორისო კავშირის გენერალური მდივანი არჩილ თალაკვაძეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევას ულოცავს

საპარლამენტთაშორისო კავშირის გენერალურმა მდივანმა, მარტინ ჩუგონგმა არჩილ თალაკვაძეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევა მიულოცა.

„გულწრფელად გილოცავთ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ ხელახლა არჩევას. წარმატებას გისურვებთ ამ ძალიან საპასუხისმგებლო საქმიანობაში. მოუთმენლად ველი ერთობლივ მუშაობასა და საპარლამენტთაშორისო კავშირსა და თქვენ პარლამენტს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას“, – აღნიშნულია წერილში.

აგრეთვე, წერილში გენერალური მდივანი მარტინ ჩუგონგი აღნიშნავს, რომ საპარლამენტთაშორისო კავშირი მზად არის, გააგრძელოს ეროვნული პარლამენტების, მათ შორის, საქართველოს პარლამენტის, მხარდაჭერა და მათთვის საუკეთესო გამოცდილების გაზიარება ისეთ სფეროებში, როგორებიც არის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს გაძლიერება, მშვიდობის, დემოკრატიისა და მდგრადი განვითარების წახალისებაში პარლამენტების როლი, „კოვიდ-19“-ის პანდემიის კრიზისისადმი პარლამენტის რეაგირება, ახალგაზრდა პარლამენტართა გააქტიურება და გენდერული თანასწორობა.