საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა მიმდინარე კვირას გაიმართება
საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა მიმდინარე კვირას გაიმართება

საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა მიმდინარე კვირას გაიმართება.

პირველი არხის ინფორმაციით, სხდომა ქუთაისში 18 აპრილს ან 19 აპრილს შედგება. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მსჯელობა გაიმართება როგორც პარტიული დისციპლინის საკითხებზე, ასევე უმრავლესობის შიგნით მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრებისთვის გარკვეული ქცევის წესების შემუშავებაზე მას შემდეგ დაიწყო მმართველ გუნდში საუბარი, რაც გედევან ფოფხაძემ საპარლამენტო უმრავლესობის დატოვების შესახებ განცხადება გააკეთა.