საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა ხვალ გაიმართება

11:37, 18.04.2018

საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა ხვალ, საქართველოს პარლამენტის ქუთაისის სასახლეში გაიმართება. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„უმრავლესობის სხდომის ფორმატში ხვალ, 21:00 საათზე შევიკრიბებით. რაც შეეხება დღის წესრიგს, დაგეგმილია მიმდინარე საკითხების განხილვა, მათ შორის, ვიმსჯელებთ იმ პროცესებზე, რაც ამჟამად უმრავლესობის შიგნით მიმდინარეობს“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი