საპარლამენტო უმრავლესობასა და პრემიერ-მინისტრს შორის შეხვედრა იგეგმება
საპარლამენტო უმრავლესობასა და პრემიერ-მინისტრს შორის შეხვედრა იგეგმება

არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებული რეზოლუციის პროექტსა და მომავალ სასესიო კვირაში განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებსა და პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს შორის დღეს შეხვედრა იგეგმება.

პირველი არხის ინფორმაციით, მთავრობის ხელმძღვანელისა და უმრავლესობის წევრების შეხვედრა პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში 19:00 საათზეა დაგეგმილი.

პარლამენტში რეზოლუციის პროექტზე კონსულტაციები გუშინ უნდა გამართულიყო, თუმცა უმრავლესობამ განაცხადა, რომ საკითხზე უმცირესობასთან კონსულტაციები გრძელდება და შეხვედრა მიმდინარე კვირის ბოლომდე გაიმართება, რეზოლუციის მიღება კი მომავალ კვირაში პლენარულ სხდომაზე მოხდება.